Tuesday, September 22, 2015

სწავლის ინტერაქტიური სტილები

ინტერაქტიული სტილები და მათი პრაქტიკული გამოყენება ჯგუფური მუშაობის დროს

ვორკშოპი მოიცავს ინტერაქტიული სტილების კითხვარის შევსებას, რასაც დაეფუძნება დისკუსია მის პრაქტიკულ გამოყენებაზე ჯგუფური მუშაობის დროს.

ვორკშოპის მიზანია, რომ წარმოაჩინოს ინტერაქტიული სტილების გამოყენების დადებითი გავლენა ჯგუფურ დინამიკაზე და მისი ეფექტი ჯგუფში კომუნიკაციის გამარტივებაზე. აღნიშნული მეთოდის შედეგად იზრდება ინდივიდის მოტივაცია, რომ აქტიურად ჩაერთოს საგანმანათლებლო პროცესში.

მელა, ლომი და სენბერნარი, „იპოვე შენი ინტერაქციის სტილი“

ამ ტესტის გამოყენება მრავალი სხვადასხვა გზით შეიძლება და ჩვენ გაჩვენებთ, რომ „ინტერატიული სტილების გამოყენებით მუშაობა“ შესანიშნავი ინსტრუმენტია, რომელიც დადებით გავლენას ახდენს ჯგუფსა და მის დინამიკაზე საკლასო გარემოში. შესაბამისად, მონაწილეებს შეუძლიათ, რომ ეს ტესტი მათ მოსწავლეებთან გამოიყენონ.
კონკრეტულად რას შესძენს ეს გასართობი ტესტი მონაწილეებს:

ნაწილი 1:
  1. როგორ აღვიქვამთ საკუთარ თავს
  • მონაწილეემა უნდა არჩიონ მათ შესაბამისი ცხოველი (მელა, ლომი და სენბერნარი). მათ უნდა გადაწყვიტონ, თო რომელი ცხოველის მახასიათებლები შეესაბამებათ მათ, როგორ ხედავენ ისინი საკუთარ თავს. ცხოველების სურათები განთავსდება ოთახის სხვადასხვა კუთხეში, მონაწილეები უნდა მივიდნენ არჩეული ცხოველის კუთხესთან და დადგნენ.
ა) ისინი უნდა გაეცნონ არჩეული ცხოველების დადებით თვისებებს და დაასაბუთონ, თუ რატომ ფიქრობენ, რომ ისინი სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში დაეხმარებიან. ეს მიზეზები მათ ფლიპჩარტის ფურცლებზე უნდა ჩამოწერონ.
საჭირო იქნება ფლიპჩარტის კიდევ ერთი ფურცლის კედელზე გაკვრა  მათი კომენტარების დასაწერად.
ბ) იმავე ფურცელზე მათ ერთმანეთს უნდა გაუზიარონ, თუ რატომ არ აირჩიეს სხვა ცხოველი და რატომ არ არიან ისინი მათი რჩეულის მსგავსად იდეალურები სხვა ადამიანებთან ინტერაქციის დროს.
მოგვიანებით თითოეული ჯგუფი წარმოადგენს მათ არჩევანს, საკუთარი თავისა და სხვა ცხოველების მათეულ აღქმას.

ნაწილი 2:
  1. სინამდვილეში ვინ ვართ (მელა, ლომი თუ სენბერნარი)? (ტესტის შევსება) X საკუთარ თავს სწორად აღვიქვამდი?
  1. ტესტის პირველი ნაწილი აჩვენებს, თუ რა ტიპის ინტერაქციის სტილს ვიყენებთ მშვიდობიან პერიოდში. (შექმენით ახალი ჯგუფები)
  2. ტესტის მეორე ნაწილი აჩვენებს, თუ რა ტიპის ინტერაქციის სტილს ვიყენებთ კონფლიქტური სიტუაციისა და სტრესის დროს.
ტესტი ქართულ ენაზე დაურიგდებათ ვორკშოპის მონაწილეებს (ჯერ პირველი და შემდეგ მეორე ნაწილი).

ნაწილი 3:
  1. სხვადასხვა ინტერაქტიული სტილის თვისებები, დადებითი და უარყოფითი მხარეები.
  • ტესტის შედეგად მონაწილეები ისევ განაწილდებიან მათი ცხოველის პოსტერთან (ტესტის შედეგების თანახმად)
  • ინსტრუქტორი შემოივლის, გაჩერდება თითოეულ ცხოველთან და გახსნის ბოლო ფლიპჩარტს, სადაც ჩვენ წავიკითხვათ და შენიშვებს გავაკეთებს სხვადასხვა ინტერაქტიული სტლის თვისებებზე, ძლიერ და სუსტ მხარეეტზე.
ნაწილი 4:
  1. მონაწილება ჯგუფის საბოლოო შედეგები - ტესტის შეჯამება
(სკოლის მოსწავლეებისათვის)
  • თითოეულ ინტერაქტიულ სტილს გუნდში თავისი უნიკალური ღირებულება აქვს, რომლებიც ერთმანეთის დანაკლისს ავსებენ.
  • თითოეულ ინდივიდს აქვს რაღაც, რაც შესაძლოა დასჭირდებს ჯგუფს
  • ამ მიზეზით ჩვენ გვჭირდება, რომ ხელი შევუწყოთ ერთმანეთს და ვითანამშრომლოთ ერთმანეთთან. ეს პირადი და ჯგუფური წარმატების გზაა. პირადი წარმატება სხვა ადამიანების მონაწილეობის გარეშე დიდხანს არ გრძელდება
  • ყველა ინდივიდი იმსახურებს დაფასებას ყველას წინაშე; თუ დაფ ასებას არა, თავისი თვისებების და ინტერაქციის სტილის წარმოჩენას.

საკლასო ოთახში ხშირად პრობლემურია ის, რომ მოსწავლეები,რ ომლებიც ყველაფრის წამომწყებები არიან, არ ხვდებიან ყურადღების ცენტრში, არამედ ისინი, ვინც იცინის, და ისინი, ვინც ოდნავ მარგინალიზებულები არიან მათი ინტერაქტიული სტილით, ვინც ლიდერობს. ასევე ჩვენ ყოველთვის ვიპოვით ისეთ ინდივიდებს, რომლებიც  იოლად საუბრობენ და გამოხატავენ  თავიანთ აზრს, ასევე სიხარულით უზიარებენ სხვებს თავიანთ მოსაზრებას, მაგრამ შეიძლება გაუჭირდეთ სხვა მეგობრებთან საუბარი, რადგან ისინი დასცინებენ მას. ასეთ ინდივიდებს უფრო გაურთულდებათ ურთიერთობა მომავალში. მათ აღარ ექნებათ საგანმანათლებლო პროცესში ჯგუფურად მონაწილეობის მოტივაცია, რასაც შესაბამისად უარყოფითი შედეგი მოჰყვება.
ინტერაქტიული სტილების გამოყენებით ჯგუფური მუშაობისას ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ დაცული გარემო, სადაც კლასელებს შორის კომუნიკაცია იქნება თავისუფალი და თითოეული მათგანი თავიანთ თავს დაფასებულად იგრძნობს. ასეთი გარემო ხელს უწყობს მოტივაციის ქმნის მოტივაციას, რომ მონაწილეობა მიიღოს ყველაფერში, საგანმანათლებლო პროცესშიც კი.

მელას თვისებები (სვეტი C)
საზრიანი
უყვარს, როდესაც თავს გრძნობს დამოუკიდებლად და აქვს თავისი ძალების იმედი; არ უყვარს კომიტეტებში ყოფნა
აფასებს დაგეგმვასა და გეგმიურ მიღწევებს
უყვარს ლოგიკა და სიბრძნე
არ უყვარს ემოცია და წუწუნი, ვერ ამჩნევს სხვების საჭიროებებს

ძლიერი მხარეები სუსტი მხარეები
ანალიტიკური შარიანი
წინდახედული ეჭვიანი
მეთოდური სასტიკი
სამართლიანი გულქვა

სენბერნარის თვისებები (სვეტი A)
ადამიანებზე ორიენტირებული
უყვარს, როდესაც დახმარებას აღმოუჩენს სხვას
ზრუნავს სხვების გრძნობებსა და კეთილდღეობაზე
არ უყვარს ეგოიზმი და ბრაზი

ძლიერი მხარეები სუსტი მხარეები
დამხმარე/გუნდური მოთამაშე მორჩილი
მიმნდობი გულუბრყვილო
შემგუებელი უფხო ოპტიმისტი არაპრაქტიკული

ლომი, მელა და სენბერნარი
გვერდი 1
წარმოდგენილია სამი ვარიანტი თითოეული დებულების დასრულებისათვის. თითოეულ არჩევანს მიანიჭეთ ქულა 0-დან 10-მდე, 0 ნიშნავს „არასოდეს“, 10 ნიშნავს „ყოველთვის“. ქულა ჩაწერეთ არჩევანის მარჯვნივ მდებარე უჯრაში. ქულათა ჯამი თითოეული დებულებისათვის უნდა შეადგენდეს 10 ქულას. თითოეული დებულების დასრულების შემდეგ თითოეულ უჯრაში ჩაწერეთ შესაბამისი რიცხვები, ხოლო ბოლოს შეკრიბეთ სვეტის ქვემოთ მოცემულ უჯრებში.

მაგალითი: ჩემი საყვარელი ნაყინია...      შოკოლადის7 მარწყვის2 ვანილის1 _

სვეტიA
სვეტი B
სვეტი C
ჯამი
1.  ყველაზე მეტად მომწონს, როდესაც ...
სხვებს ვეხმარები იმის გაკეთებაში, რაც მათ უნდათ
სხვებს ვაკეთებინებ იმას, რაც მე მინდა
ვაკეთებ იმას, რაც მინდა და არ ვარ სხვებზე დამოკიდებული

2.  ძირითადად ვარ...
მგძნობიარე ადამიანი, რომელიც სწრაფად პასუხობს სხვა ადამიანების საჭიროებებს..
ენერგიული ადამიანი, რომელიც უცებ ამჩნევს შესაძლებლობებსა და უპირატესობებს.        ________
პრაქტუკი ადამიანი, რომელიც დაუფიქრებლად  და მოუმზადებლად არ ერთვება არც ერთ საქმიანობაში.

3.  როდესაც ადამიანს პირველად ვხვდები, ძირითადად ...
ვღელავ, მოვეწონები თუ არა.
ძალიან მაინტერესებს, თუ აქვთ თუ არა საინტერესო ინფორმაცია ჩემთვის.
თავაზიანად გამოვკითხავ, თუ რა შეიძლება უნდოდეთ ჩემგან.

4. ძირითადად ვარ ....
სასიამოვნო ადამიანი, რომელიც ყოველთვის მზადაა დაეხმაროს სხვებს.
ძლიერი პიროვნება, რომელიც სხვებს მიმართულებას აძლევს.
მოაზროვნე ადამიანი, რომელიც საკითხს დეტალურად სწავლობს და შემდეგ მოქმედებს.

5.  ყველაზე კმაყოფილი ვარ მაშინ, როდესაც...
ძირითადი გადაწყვეტილებები სხვებმა მიიღეს და ჩემი როლი მკაფიოა. .
სხვებს აქვთ ჩემი იმედი, რომ მივიღო ძირითადი გადაწყვეტილებები და მივუთითო გზებზე.
მქონდა დრო, რომ ძირითადი გადაწყვეტილება კარგად შემესწავლა და განვსაზღვრე ჩემი მოქმედების კურსი.

6. ადამიანები, რომლებიც კარგად მიცნობენ, თვლიან, რომ...
ვარ სანდო და  ერთგული ადამიანი.
ვარ ამბიციური და ინიციატივიანი ადამიანი..
რომ არასოდეს ვღალატობ ჩემს პრინციპებს და რწმენას.

7.  ჩემთვის დამახასიათებელია, რომ...
 საქმე კარგად შევასრულო და მჯეროდეს, რომ სხვები აღიარებენ ჩემს დამსახურებას.
სათავეში ჩავუდგე შესაძლებლობების განვითარებას და ვიქონიო გავლენა გადაწყვეტილებებზე.
ვიყო მომთმენი, პრაქტიკული და დარწმუნებული იმაში, რასაც ვაკეთებ.

8.  ჩემს თავს აღვწერდი როგორც ადამიანს, რომელიც ძირითადად...
გულღია და მეგობრულია, და კარგს ხედავს თითქმის ყველა ადამიანში.
ენერგიული და თავდაჯერებულია, რომელიც ამჩნევს იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც სხვები ვერ ხედავენ.
წინდახედული და სამართლიანია, და იცავს იმას, რაც სწორად მიაჩნია.

9. ჩემი აზრით, ყველაზე სასიამოვნო ურთიერთობაა, როდესაც მე...
ისეთ ლიდერს ვეხმარები, ვისიც მწამს.
ისეთი ლიდერი ვარ, რომ სხვებს მოუნდეთ დაქვემდებარება.
არც ლიდერი და არც დაქვემდებარებული არ ვარ, და მივყვები ჩემს დამოუკიდებელ გზას.

10.  როდესაც კარგად ვასრულებ საქმეს, მომწონს, რომ..
ვხედავ სხვის სარგებელს იმ საქმიდან, რომელიც შევძელი და მათ გავუკეთე.
სხვებმა შემომთავაზეს ლიდერობა, მე კი გავუძეხი მათ და აზრი შევძინე მათ ქმედებას.
ვიყო ჩემი თავის უფროსი და ვაკეთო საქმე ჩემით და ჩემთვის.

სვეტი Aჯამი

სვეტი B ჯამი

სვეტი C ჯამი

გვერდი 1 ჯამი უნდა უდრიდეს 100 ქულას (A+ B + C)

ლომი, მელა და სენბერნარი
გვერდი2

სვეტიA
სვეტი B
სვეტი C
ჯამი
11.  როდესაც რაღაცის კეთების დროს მე საწინააღმდეგო მოსაზრებას ვაწყდები, მე...
თავს ვანებებ რასაც ვაკეთებდი და ჩემს სურვილებს გვერდზე ვდებ, რომ სხვებს დავეხმარო..
ვძლიერდები და ვითხოვ, რომ გავაკეთო ეს ჩემებურად.
ეჭვი შემაქვს ჩემს სისწორეში და დეტალურად ვამოწმებ ჩემს პოზიციას.

12.  თუ გადავწყვეტ, რომ დავძლიო ვინმეს წინაღმდეგობა, შევეცდები, რომ...
შევცვალო ჩემი საქმიანობა ისე, რომ ის უფრო მისაღები გახდეს ამ ადამიანისათვის.       
ვიპოვო მოწინააღმდეგის არგუმენტების სუსტი წერტილები და გავაძლიერო ჩემი არგუმენტები.
გავაღვიძო მოწანააღმდეგეში ლოგიკისა და სამართლიანობის პატივისცემის გრძნობა.

13.  რთულ ადამიანებთან შეხვედრის დროს ჩვეულებრივ...
მიმაჩნია, რომ უფრო მარტივია, რომ შეეწყო მათ და მათ სურვილებს.
მიმაჩნია, რომ ისინი გადასალახ დაბრკოლებებს  წარმოადგენენ.
პატივს ვცემ მათ უფლებებს და მოვითხოვ, რომ მათც სცენ პატივი ჩემს უფლებებსა და ინტერესებს.    

14.  როდესაც ვინმე სრულიად არ მეთანხმება, მე.....
ვნებდები და მის სურვილის შესაბამისად ვიქცევი, თუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არაა ჩემთვის.  
უმალვე კამათს ვიწყებ ამ ადამიანთან                      
თავს დავიხსნი ამ სიტუაციიდან, სანამ ჩემს გამოკვეთილ პოზიციას არ ჩამოვაყალიბებს.             

15.  როდესაც ვინმე ღიად მიპირისპირდება, ჩვეულებრივ მე...
ჰარმონიის გულისთვის ვნებდები და იმედს ვიტოვებ, რომ ეს ადამიანი სამართლიანობით იხელმძღვანელებს.                    
ამ ფაქტს ბრძოლად აღვიქვამ და ვიბრძვი გამარჯვებამდე.
ვცდილობ თავი ავარიდო და დავუბრუნდე ჩემთვის საინტერესო საკითხებს.

16. როდესაც ურთიერთობიდან იმას ვერ ვღებულობ, რაც მინდა, მე...
ვიტოვებ იმედს, რომ დროთა განმავლობაში ყველაფერი გამოსწორდება.
უფრო დამარწმუნებელი ვხდები და დაჟინებით ვცდილობ მივაღწიო იმას, რაც მინდა.      
თავს ვაღწევ ამ ურთიერთობას და სხვაგან ვიწყებ იმის ძიებას, რაც მე მინდა.                    

17. როდესაც ვხედავ, რომ სხვები ჩემი კეთილშობილებით სარგებლობენ, მე...
მივმართავ ჩემზე გამოცდილ ადამიანებს და მათ ვკითხავ რჩევას.
დავიცავ ჩემს უფლებებს და ვიბრძოლებ იმისთვის, რაც უნდა გავაკეთო.
ნათლად გავაცნობ ჩემს უფლებებს და მოვითხოვ, რომ იყვნენ სამართლიანები.              

18.  როდესაც სხვა ადამიანს დაჟინებით უნდა დაადგეს მის გზას, მე...
ჩემს სურვილებს გვერდით გადავდებ და ამ ადამიანის არჩეულ გზას გავყვები.
მოვიფიქრებ საწინააღმდეგო არგუმენტებს და შევეცდები, რომ მოსაზრების შეცვლა ვაიძლო.
პატივს ვცემს მის უფლებას, დაადგეს არჩეულ გზას, თუ ეს არ იკვეთება ჩემს ინტერესებთან.            

19.  როდესაც სხვები ღიად მაკრიტიკებენ, მე...
ვცდილობ რომ დავამშვიდო ისინი და შევეცადო, რომ ჩემზე აღრ გაბრაზდნენ.
აღვშფოთდები და გავაკრიტიკებ მათ, რადგან არა აქვთ ჩემი კრიტიკის უფლება.                     
ევს შევიტან და გავაანალიზებ ყველა დეტალს.

20.  როდესაც ვინმე იმედებსა ან ნდობას გამიცრუებს, მე...
ვფიქრობ, რომ მან თავის თავს მეტი ზიანი მიაყენა, ვიდრე მე.                 
გავბრაზდები და შევეცდები, რომ ანგარიშ გავუსწორო.
გავაანალიზებ, თუ რა წარიმართა არასწორად და შევეცდები, რომ მომავალში თავიდან ავირიდო ასეთი სიტუაცია.

სვეტი Aჯამი

სვეტი B ჯამი

სვეტი C ჯამი

გვერდი 2 ჯამი უნდა უდრიდეს 100 ქულას (A+ B + C)

No comments:

Post a Comment