Thursday, September 24, 2015

სწავლა გამოცდილებით
„სწავლა არის პროცესი, სადაც ცოდნა იქმნება გამოცდილების ტრასფორმირების გზით“
 (David A. Kolb, 1984).
სწავლის სტილების მოდელი შესახებ ნაშრომი დევიდ კოლბმა 1984 წელს გამოაქვეყნა, სადაც სწავლის სტილის დინამიკა აღწერა. კოლბის სწავლის თეორია ორ დონეზე მოქმედებს: სწავლის 4 ეტაპიანი ციკლი და 4 დამოუკიდებელი სწავლის სტილი. კოლბის სწავლის თეორია ძირითადად მსწავლელის შინაგან კოგნიტურ პროცესებს ეხება. კოლბი აღნიშნავს, რომ სწავლა მოიცავს აბსტრაქტული კონცეფციების დაუფლებას, რაც მოქნილად გამოყენებადი უნდა იყოს რიგ სიტუაციებში. კოლბის თეორიაში, ახალი კონცეფციების განვითარების სტიმული მომდინარეობს ახალი გამოცდილებიდან.  

კოლბის ექსპერიმენტული სწავლის სტილის თეორია ტიპიურად წარმოადგენილია სწავლის ოთხ ეტაპიან ციკლში, რომელშიც მსწავლელი ეხება ყველა საფუძველს:

1.                   კონკრეტული გამოცდილება - (სიტუაციაში ახალი გამოცდილების შექმნა ან არსებული გამოცდილების ხელახალი ინტერპრეტირება).
2. რეფლექსური დაკვირვება (ახალ გამოცდილებაზე რეფლექსური დაკვირვება. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გამოცდილებასა და გაგებას შორის არსებულ ნებისმიერ შეუსაბამობას).
3. აბსტრაქტული კონცეპტუალიზაცია (რეფლექსია ბიძგს აძლევს ახალი იდეის აღმოცენებას ან არსებული აბსტრაქტული კონცეფციის მოდიფიკაციას).
4. აქტიური ექსპერიმენტირება (მსწავლელი იყენებს მათ მის გარშემო შედეგებზე დაკვირვებისას).






კოლბის ექსპერიმენტული სწავლის სტილები

http://www.simplypsychology.org/learning-kolb.jpg












კოლბის სწავლის თეორიაში გამოყოფილია სწავლის 4 განსხვავებული სტილი, რომლებიც ეფუძნება სწავლის 4 ეტაპიან ციკლს.
კოლბი ხსნის, რომ განსხვავებული ადამიანები ბუნებრივად რომელიმე კონკრეტულ განსხვავებულ სწავლის სტილს ანიჭებენ უპირატესობას. ადამიანისათვის გამორჩეულ სწავლის სტილზე სხვადასხვა ფაქტორი ახდენს გავლენას, მაგალითად სოციალური გარემო, საგანმანათლებლო გამოცდილება ან ინდივიდის ძირითადი კოგნიტური სტრუქტურა.
სწავლის სტილის არჩევა ცვლადების 2 წყვილის (ჩვენს მიერ გაკეთებული 2 დამოუკიდებელი „არჩევანის“) პროდუქტია, რომლებიც კოლბმა ერთ ღერძზე დაიტანა:
კონკრეტული გამოცდილება - CE (შეგრძნება) – V -- აბსტრაქტული კონცეპტუალიზაცია - AC (ფიქრი, გააზრება)
აქტიური ექსპერიმენტირება - AE (კეთება)– V -- რეფლექსიური დაკვირვება - RO (ყურება)
კოლბის ორი კონტინუუმი წარმოდგენილია დასავლეთ-აღმოსავლეთ ღერძზე, რასაც ეწოდება:
·         დამუშავების კონტინუუმი (როგორ ვუდგებით დასახულ ამოცანას),
·         და ჩრდილოეთ-სამხრეთის ღერძს ეწოდება აღქმის კონტინუუმი (ჩვენი ემოციური პასუხი, ანუ თუ რას ვფიქრობთ ან ვგრძნობთ  გარკვეულ  საკითხზე).
კოლბის აზრით,  ჩვენ ორივე ცვლადს ერთ ღერძზე ვერ დავიტანთ ერთდროულად (მაგ.: ფიქრი და შეგრძნება). ჩვენი სწავლის სტილი წარმოადგენს ორი არჩევანის პროდუქტს. ხშირად უფრო იოლია კოლბის სწავლის სტილების  განხილვა 2x2 მატრიცით. თითოეული სწავლის სტილი წარმოადგენს  ორი უპირატესი სტილის კომბინაციას.  დიაგრამაზე ხაზგასმულია კოლბის ტერმინები სწავლის ოთხივე სტილისათვის: დივერგენცია, ასიმილაცია, კონვერგენცია და აკომოდაცია. 
კეთება  
(
აქტიური ექსპერიმენტრება - AE)
ყურება
(
რეფლექსიური დაკვირვება - RO)
შეგრძნება
(
კონკრეტული გამოცდილება  - CE)
აკომოდაცია (CE/AE)
დივერგენცია (CE/RO)
გააზრება/დაფიქრება
(
აბსტრაქტული კონცეპტუალიზაცია - AC)
კონვერგენცია (AC/AE)
ასიმილაცია (AC/RO)

კოლბის სწავლის სტილების განმარტება

ადამიანის (და საკუთარი) სწავლის სტილის ცოდნა შესაძლებელს ხდის, რომ სწავლის პროცესი შებამისი მეთოდის მიხედვით წარიმართოს. ყველა საჭიროებს ოთხივე სტილის განვითარებას. საკითხი შეეხება ისეთი ხერხების გამოყენებას, რომელიც კარგად შეესაბამება კონკრეტულ სიტუაციას და ადამიანის სწავლის სტილის არჩევანს. კოლბის სწავლის სტილების მოკლე აღწერა იხილეთ ქვემოთ:
http://www.simplypsychology.org/kolb.jpg

დივერგენცია (შეგრძნება და ყურება - CE/RO)

ასეთ ადამიანებს აქვთ უნარი, რომ საკითხები სხვადასხვა ჭრილში დაინახონ. ისინი მგრძნობიერეები არიან. მათ ურჩევნიან უყურონ ვიდრე გააკეთონ,  უყვართ ინფორმაციის შეგროვება და იყენებენ წარმოსახვას პრობლემების გადასაჭრელად. სხვადასხვა მხრიდან კონკრეტული სიტუაციის დანახვასა და გააზრებაში ბადალი არ ჰყავთ. კოლბმა ამ სტილს დივერგენციული უწოდა, რადგან ასეთი ადამიანები საუკეთესოები არიან იმ სიტუაციებში, სადაც საჭიროა იდეების გენერირება, მაგალითად გონებრივი იერიში. დივერგენციული სტილის მქონე ადამიანებს აქვთ კულტურული ინტერესები და უყვართ ინფორმაციის მოძიება. ისინი დაინტერესებულები არიან ადამიანებით, არიან ემოციურები და მეოცნებეები (წარმოსახვის უნარი), ხშირად ძლიერები არიან ხელოვნებაში. დივერგენციული სტილის ადამიანებს ურჩევნით ჯგუფში მუშაობა, მოსმენა და უკუკავშირის მიღება.

ასიმილაცია (ყურება და ფიქრი - AC/RO)

ასიმილაციური სწავლის სტილი გულისხმობს ზუსტ, ლოგიკურ  აზროვნებას. იდეები და კონცეფციები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ადამიანები. ასეთ ადამიანებს ნათელი ახსნა-განმარტება სჭირდებათ. ისინი კარგად იგებენ მრავალფეროვან ინფორმაციას და „გადაჰყავთ“ ლოგიკურ ფორმატში. სწავლის ასიმილაციური სტილის მქონე ადამიანებს უფრო მოსწონთ ლოგიკური თეორიები, ვიდრე პრაქტიკულ ღირებულებაზე დამყარებული მიგნება. სწავლის ასეთი სტილი მნიშვნელოვანია ინფორმაციული და სამეცნიერო მუშაობისთვის. ფორმალური სწავლებისას  მათ ურჩევნით წაიკითხონ, დაესწრონ ლექციებს და შეისწავლონ ანალიტიკური მოდელები, აგრეთვე მათთვის მნიშვნელოვანია  ჰქონდეთ დრო  საკითხის გააზრებისთვის. 

კონვერენცია (კეთება და ფიქრი - AC/AE)

სწავლის კონვერგენციული სტილის მქონე ადამიანებს შეუძლიათ პრობლემების გადაწყვეტა და თავიანთი ცოდნის გამოყენება პრაქტიკული საკითხების გადასაწყვეტად. მათ ურჩევნიათ ტექნიკური ამოცანები, და ნაკლებად დაინტერესებული არიან სოციალური და ინტერპერსონალური ასპექტებით. ამგვარი ადამიანები წარმატებით პოულობენ იდეებისა და თეორიების პრაქტიკულ გამოყენების გზებს. მათ შეუძლიათ პრობლემების გადაჭრა და გადაწყვეტილებების მიღება კითხვებზე თუ პრობლემებზე პასუხის პოვნით.
სწავლის კონვერგენციული სტილი განაპირობებს სპეციალიზირებულ და ტექნოლოგიურ უნარების განვითარებას. ასეთი სტილის მქონე ადამიანებს უყვართ ახალი იდეებით ექსპერიმენტირება, მოდელირება,  პრაქტიკულ აპლიკაციებთან მუშაობა.

აკომოდაცია (კეთება და შეგრძნება - CE/AE)

სწავლის აკომოდაციური სტილი გულისხმობს კეთებას და ეფუძნება მეტად ინტუაციას, ვიდრე ლოგიკას. ასეთი ადამიანები იყენებენ სხვა ადამიანების ანალიზს და ურჩევნიათ გამოცდილებაზე დაყრდნობით პრაქტიკული, ექსპერიმენტული მიდგომების გამოყენება. მათ უყვართ ახალი გამოწვევები, გამოცდილება და გეგმების განხორციელება. ისინი ხშირად მოქმედებენ გრძნობით, ინსტიქტურად და არა ლოგიკურად. სწავლის აკომოდაციური სტილის ადამიანებს ურჩევნიათ დაეყრდნონ სხვებს ინფორმაციისათვის ვიდრე თვითონ გააკეთონ ანალიზი.  სწავლის ეს სტილი ფართოდ გავრცელებულია.


No comments:

Post a Comment