სწავლა გამოცდილებით
„სწავლა არის პროცესი,
სადაც ცოდნა იქმნება გამოცდილების ტრასფორმირების გზით“
(David A. Kolb,
1984).
სწავლის სტილების მოდელი შესახებ ნაშრომი დევიდ კოლბმა 1984 წელს გამოაქვეყნა,
სადაც სწავლის სტილის დინამიკა აღწერა. კოლბის სწავლის თეორია ორ დონეზე
მოქმედებს: სწავლის 4 ეტაპიანი ციკლი და 4 დამოუკიდებელი სწავლის სტილი. კოლბის სწავლის თეორია ძირითადად მსწავლელის
შინაგან კოგნიტურ პროცესებს ეხება. კოლბი აღნიშნავს, რომ სწავლა მოიცავს
აბსტრაქტული კონცეფციების დაუფლებას, რაც მოქნილად გამოყენებადი უნდა იყოს რიგ
სიტუაციებში. კოლბის თეორიაში, ახალი
კონცეფციების განვითარების სტიმული მომდინარეობს ახალი გამოცდილებიდან.