Tuesday, September 22, 2015

ბორჯომის კონფერენცია

25-26 ივნისს ინოვაციური განათლების ფონდმა პროექტისჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის ხელშეწყობა ინოვაციური მეთოდებითდასკვნითი კონფერენცია გამართა.
კონფერენციაზე მონაწილე ექვსი სკოლის წარმოდგენლებმა პროექტის ფარგლებში განხორციელებული მინიპროექტები წარადგინეს, მათ ასევე ექსპერიმენტები ჩაატარეს და მონაწილეობა მიიღეს ინტერაქტივშიჯანსაღი ცხოვრების წესი ჯანსაღი გარემოსთვის“. 
პროექტში ჩართულები იყვნენ საერო სკოლაბინულის“ (თბილისი), ბათუმის #1 საჯარო სკოლის (ბათუმი), ქუთაისი მე-17 საჯარო სკოლის (ქუთაისი), ხაშურის მუნიციპალიტეტის ოსიაურის საჯარო სკოლის, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლანის საჯარო სკოლისა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები. 
მოსწავლეებმა ჯანსაღი ცხოვრების წესის სპექტრიდან სხვადასხვა საკითხი გამოიკვლიეს, რაც მოიცავდა ექსპერიმენტების ჩატარებას, დაკვირვებას, ინტერვიუებისა და ანკეტირების ჩატარებებსა და მეორადი ინფორმაციის მოგროვებას. მინიპროექტის განხორციელების მანძილზე მოსწავლეები სპეციალურად პროექტის ფარგლებში შექმნილ ბლოგებზე აქვეყნებდნენ ბლოგპოსტებს მათი მუშაობის შესახებ. ასევე აღსანიშნავია, რომ მინიპროექტების შედეგები მათ გააცნეს სხვა სკოლების მოსწავლეებს. 
პროექტი დაფინანსებულია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მიერ

No comments:

Post a Comment